გოლთეთის ისტორიული წარსულის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.გიგაურის ალგეთის ხეობაში გოლთეთი მოიხსენიება გადაშენებული სოფლების სიაში. მისი ახალი სიცოცხლე დაიწყო ლენინგორის რაიონიდან რამდენიმე ოჯახის ჩამოსახლების შემდეგ. 1987 წლიდან დაიწყო სტიქიური უბედურების ზონიდან (ლენტეხის რაიონიდან) ხალხის ჩამოსახლება.ამჟამად აქ 130 ოჯახია.სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა,ბაღი,ამბულატორია.სოფელი გოლთეთი მდებარეობს ქვემო კართლის პლატოზე,მდინარე ალგეთის მარჯვენა ნაპირზე,ზღვის დონიდან 880 მეტრის სიმაღლეზე.თეთრიწყაროდან დაშორებულია 15 კილომეტრით.მისი გეოფრაფიული კოორდინატებია 41.33ჩ.გ. და ა.გ.44.გოლთეთი შედის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელში ბევრი საკითხია გადაუჭრელი,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა დაზიანებული და დაბზარული სახლებია.გეოლოგების აზრით ეს გამოწვეულია გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლო მდებარეობით.ჩვენი აზრით აუცილებელია ღრმა სადრენაჟო არხების გაკეთება,ეს ხელს შეუწყობს მიწის დამაგრებას და სახლების დაბზარვის პროცესი ან შეჩერდება ან შენელდება.( რკინა -ბეტონით გამაგრება)მკაცრი ზამთრის გამო მოსახლეობა იძულებულია სათბობად შეშა გამოიყენოს(სხვა ალტერნეტიული საშუალება არ არსებობს).ამიტომ სოფლის მიმდებარე ტყეები ყოველწლიურად იჩეხება.ამ პროცესის შესაჩერებლად საჭიროა სოფელში გაზის შემოყვანა.სოფლის კიდევ ერთი პრობლემა ნაგავსაყრელის არარსებობაა,რაც მექანიკურად ქმნის ანტისანიტარულ კერებს.ამ საკითხის გადაჭრა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუძლია.ჩვენი აზრით უნდა გამოიყოს ტერიტორია სადაც მოხდება ნაგვის გადაზიდვა და მისი გადაფარვა.