Monday, November 21, 2011

გოლთეთის ისტორიული  წარსულის  შესახებ  თითქმის  არაფერია  ცნობილი.გიგაურის   ალგეთის  ხეობაში   გოლთეთი  მოიხსენიება  გადაშენებული    სოფლების  სიაში.  მისი  ახალი  სიცოცხლე  დაიწყო  ლენინგორის  რაიონიდან  რამდენიმე  ოჯახის  ჩამოსახლების  შემდეგ.  1987  წლიდან  დაიწყო  სტიქიური  უბედურების  ზონიდან  (ლენტეხის  რაიონიდან)  ხალხის ჩამოსახლება.ამჟამად აქ 130 ოჯახია.სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა,ბაღი,ამბულატორია.სოფელი გოლთეთი მდებარეობს ქვემო კართლის პლატოზე,მდინარე ალგეთის მარჯვენა ნაპირზე,ზღვის დონიდან 880 მეტრის სიმაღლეზე.თეთრიწყაროდან დაშორებულია 15 კილომეტრით.მისი გეოფრაფიული კოორდინატებია 41.33ჩ.გ. და ა.გ.44.გოლთეთი შედის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.  სოფელში ბევრი საკითხია გადაუჭრელი,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა დაზიანებული და დაბზარული სახლებია.გეოლოგების აზრით ეს გამოწვეულია გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლო მდებარეობით.ჩვენი აზრით                აუცილებელია ღრმა სადრენაჟო არხების გაკეთება,ეს ხელს შეუწყობს მიწის დამაგრებას და სახლების დაბზარვის პროცესი ან შეჩერდება ან შენელდება.( რკინა -ბეტონით გამაგრება)მკაცრი ზამთრის გამო მოსახლეობა იძულებულია სათბობად შეშა გამოიყენოს(სხვა ალტერნეტიული საშუალება არ არსებობს).ამიტომ სოფლის მიმდებარე ტყეები ყოველწლიურად იჩეხება.ამ პროცესის შესაჩერებლად  საჭიროა სოფელში  გაზის შემოყვანა.სოფლის კიდევ ერთი პრობლემა ნაგავსაყრელის არარსებობაა,რაც მექანიკურად ქმნის ანტისანიტარულ კერებს.ამ საკითხის გადაჭრა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუძლია.ჩვენი აზრით უნდა გამოიყოს ტერიტორია სადაც მოხდება ნაგვის გადაზიდვა და მისი გადაფარვა.

Saturday, July 9, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის  სახელწოდება
 გოლთეთის ეკოლოგია
პროექტის  მთავარი  იდეა(თემა)
გოლთეთის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა
პროექტის  აქტუალობა
სოფლის  ტერიტორიაზე  არის  გაჩეხილი  ტყეები  და  მცოცავი  ნიადაგები  პროექტზე  მუშაობით  ბავშვებს  ჩამოუყალიბდებათ  სწორი  დამოკიდებულება  ბიოტური  და  აბიოტური  კომპონენტების  მიმართ
პროექტის  მიზნები
ტერიტორიის  დაცვა  ბუნებრივი  მოვლენებისაგან
მშობლიური  სოფლის  პრობლემების  შესწავლა  და ზრუნვა  მათი  აღმოფხვრისათვის
მონაწილეთა  ასაკი
მე-9  და  მე12  კლასები
ვადები/ხანგრძლივობა
2011-2012
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები  რაც  შეიძლება  შეიქმნას
ეკოლოგიური  მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად  ნერგების  დარგა  გაჩეხილი  ტყეების  ადგილზე,  ბლოგი  სადაც  მოსწავლეები  განათავსებენ  კვლევის  მასალებს.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები
ფოტოსურათები  ვიდეომასალები  ექსკურსია
მხარეთმცოდნეობის  მუზეუმის  მასალები,კომპიუტერული  მასალები,  ახუაშვილის  ,,ალგეთი",  გიგაურის  ,,ალგეთის  ხეობა"
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები )
პროექტს  დავყოფ  საფეხურებად
1.გოლთეთის  მოკლე  ისტორიული  მიმოხილვა
2.გეოგრაფიული  მდებარეობა
3.ჰიდრო  რესურსები  და  წყლით  მომარაგება
4.ნიადაგები-მცოცავი  მიწის  პრობლემა
5.ფლორა
6. ფაუნა
7.სოფლის  დაქსელვა  სანიაღვრე  ქსელებით
8.ფოტომასალები
ჩამოთვლილი საკითხების  მიხედვით  მოხდება  ბავშვების  გადანაწილება  ჯგუფებში  პირველ  რიგში  მათი  სურვილის  შესაბამისად.  თითოეულ  ჯგუფს  ექნება  მისი  სამუშაო  გეგმა.  ჯგუფში  მოხდება  მოვალეობების  გადანაწილება
მონაცემების  მოგროვების  შემდეგ  მოვამზადებთ  პრეზენტაციას  ფოტო  და აუდიო  მასალებთან  ერთად.
პროექტის  შემაჯამებელ  მუშაობაზე   მოვიწვევთ  სხვა  მასწავლებლებსაც,  მოსწავლეებს  და  მშობლებს
მოსწავლეთა  წარმატებებს  დავადგენ  მოპოვებული  ინფორმაციის  მიხედვით,  წერითი  და  ზეპირი  პრეზენტაციით.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი
პროექტის  მუშაობაში  მონაწილეობას  მიიღებენ  ისტორიის,  გეოგრაფიის  ბიოლოგიის  და  ეკოლოგიის  მასწავლებლები
პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მზია  ზურაბიანი
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა
mziazurabiani@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი
mziazurabiani.blogspot.com