პროექტის სახელწოდება
გოლთეთის ეკოლოგია
პროექტის მთავარი იდეა(თემა)
გოლთეთის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა
პროექტის აქტუალობა
სოფლის ტერიტორიაზე არის გაჩეხილი ტყეები და მცოცავი ნიადაგები პროექტზე მუშაობით ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება ბიოტური და აბიოტური კომპონენტების მიმართ
პროექტის მიზნები
ტერიტორიის დაცვა ბუნებრივი მოვლენებისაგან
მშობლიური სოფლის პრობლემების შესწავლა და ზრუნვა მათი აღმოფხვრისათვის
მონაწილეთა ასაკი
მე-9 და მე12 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა
2011-2012
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნერგების დარგა გაჩეხილი ტყეების ადგილზე, ბლოგი სადაც მოსწავლეები განათავსებენ კვლევის მასალებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტოსურათები ვიდეომასალები ექსკურსია
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მასალები,კომპიუტერული მასალები, ახუაშვილის ,,ალგეთი", გიგაურის ,,ალგეთის ხეობა"
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები )
პროექტს დავყოფ საფეხურებად
1.გოლთეთის მოკლე ისტორიული მიმოხილვა
2.გეოგრაფიული მდებარეობა
3.ჰიდრო რესურსები და წყლით მომარაგება
4.ნიადაგები-მცოცავი მიწის პრობლემა
5.ფლორა
6. ფაუნა
7.სოფლის დაქსელვა სანიაღვრე ქსელებით
8.ფოტომასალები
ჩამოთვლილი საკითხების მიხედვით მოხდება ბავშვების გადანაწილება ჯგუფებში პირველ რიგში მათი სურვილის შესაბამისად. თითოეულ ჯგუფს ექნება მისი სამუშაო გეგმა. ჯგუფში მოხდება მოვალეობების გადანაწილება
მონაცემების მოგროვების შემდეგ მოვამზადებთ პრეზენტაციას ფოტო და აუდიო მასალებთან ერთად.
პროექტის შემაჯამებელ მუშაობაზე მოვიწვევთ სხვა მასწავლებლებსაც, მოსწავლეებს და მშობლებს
მოსწავლეთა წარმატებებს დავადგენ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, წერითი და ზეპირი პრეზენტაციით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიის, გეოგრაფიის ბიოლოგიის და ეკოლოგიის მასწავლებლები
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მზია ზურაბიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
mziazurabiani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
mziazurabiani.blogspot.com
No comments:
Post a Comment